NEWS

"Language Situation in the Caucasus"

On September 27, 2017 at Saint Andrew the First-Called Georgian University within the framework of International Science and Innovation Festival 2017 was held Kartvelology Centre's VIII International Scientific conference on the topic: "Language Situation in the Caucasus".  

2017 წლის 27 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში გაიხსნა ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრის VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენცია გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქართული ენის სამმართველოს უფროსი პროფესორი მარიკა ოძელი,უმაღლესი განათლების სამმართველოს უფროსი პროფესორი ნუგზარ ჩიტაია, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის დაღესტნის სამეცნიერო ცენტრის ჰამზათ წადასას სახელობის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების ინსტიტუტის წარმომადგენელის პროფესორ ისა აბდულაევის სახელით აუდიტორიას მიესალმა პროფესორი თეიმურაზ გვანცელაძე, დუზჯეს უნივერსიტეტის პროფესორი, ქართული უნივერსიტეტის დოქტორანტი ფევზი ჩელები, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი.
ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრის VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია დღის ბოლომდე გაგრძელდება, 28 სექტემბერს, 11:00 საათზე კი მუშაობას ახალი შემადგენლობით წარმართავს

 

NAVIGATION
CALENDAR
Banners